ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - არის მცდარი მოლოდინები, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება - მთლიან მოსახლეობას არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 12 პაციენტია მოთავსებული.

მისი განცხადებით, თბილისიდან 7 პაციენტზე ელოდებიან პასუხს, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი.

„ამ წუთისთვის საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი შესაბამისი სიმპტომატიკით და სადღაც 7 პაციენტთან ველოდებით თბილისიდან დასკვნებს”, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება მოსახლეობის დახმარებას, მისივე თქმით, უკვე 1000-მდე ოჯახს დაეხმარა სახელმწიფო, თუმცა ეს დახმარება ყველას არ ეკუთვნის და მთავრობა ვერც გაწვდება.

„არის მცდარი მოლოდინები იმაზე, რომ ყველას ეკუთვნის დახმარება. ხაზგასმით ვამბობ, 1000-მდე ოჯახთან მივედით, სადაც იყო მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე და ჩვენ ამ დახმარებებს ვაგრძელებთ, მაგრამ მთლიან მოსახლეობას ეს ყველაფერი არ ეკუთვნის და ბუნებრივია, ამას ვერც გავწვდებით”, - აღნიშნა რეხვიაშვილმა.

შეგახსენებთ, მარნეულში, მერიასთან ხალხმრავლობაა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო