გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემა დღეს დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტების გაცემა დღეს დასრულდება. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 8 დასახელების პროდუქტი თითქმის ყველა დაწესებულებაში გაიცა, დარჩენილია მხოლოდ ორი საბავშვო ბაღი სადაც მიმდინარე პროცესი დღეს დასრულდება.

„ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაცემა მერიის გადაწყვეტილებით განხორციელდა. ჯამში, დაგეგმილი გვქონდა არამალფუჭებადი საკვების 6000 ოჯახისთვის გადაცემა. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით, პროდუქტების დარიგება 27 მარტს დავიწყეთ და თითქმის დავასრულეთ. გამონაკლისი მხოლოდ 1-ლი და მე-12 ბაღია, სადაც რამდენიმე მშობელმა გვთხოვა პროცესი ორშაბათამდე გადაგვეწია. რაც შეეხება იმას, ვაპირებთ თუ არა ანალოგიურ ქმედებას განმეორებით, გეტყვით, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიხედვით ვმოქმედებთ და შემდგომ გადაწყვეტილებებსაც აღნიშნულის მიხედვით მივიღებთ“, - განაცხადა კოვზიაშვილმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, 16 მარტიდან, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, ქვეყნის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი აღარ განახლებულა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს