ფოთის მერია - ფოთის შესასვლელ-გასასვლელში შექმნილ ბლოკ-პოსტებში ავტომანქანების შემოწმება ინტენსიურად მიმდინარეობს

ფოთის მერიის ინფორმაციით, ფოთის ორივე შესასვლელთან ე.წ საპოლიციო ბლოკპოსტია მოწყობილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ფოთის მერიიდან აცნობეს, ფოთის შესასვლელ-გასასვლელში შექმნილ ბლოკ-პოსტებში ავტომანქანების შემოწმება ინტენსიურად მიმდინარეობს. მათი ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტრაილერებს და უცხოელ მძღოლებს. შემოწმებას შსს-ს წარმომადგენლები ახორციელებენ.

„ქალაქში მაქსიმალურად მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რაც გასცა ჩვენმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ. მიმდინარეობს ყველა პრევენციული სამუშაოები. მოსახლეობას ვაფრთხილებთ, რომ განსაკუთრებული საჭიროებების გარეშე არ გამოვიდნენ სახლებიდან. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იქიდან გამომდინარე, ჩვენი ქალაქი სანავსადგურო ქალაქს წარმოადგენს, მაინც შეიმჩნევა მოსახლეობის გადაადგილება სამუშაო ადგილებზე და მაქსიმალურად დაცული რომ იყოს თითოეული მოქალაქე ვირუსის გავრცელებისგან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქის შესასვლელ-გასასვლელში შეიქმნას ბლოკ-პოსტები შსს-ს წარმომადგენლების მიერ. აღნიშნულ ბლოკ-პოსტებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქში შემომსვლელი მანქანების შემოწმება. განსაკუთრებით კონტროლზეა სატვირთო მანქანების და უცხოელი მძღოლები და ვფიქრობ შედეგად, მინიმუმამდე იქნება შემცირებული ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა”, - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

მერიის ცნობით, ფოთის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ბუკლეტები რიგდება. გამაფრთიხელებილი სტიკერები გაიკრა სასურსათო მაღაზიებზე, აფთიაქებსა და სხვა ობიეტებზე.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩნენ სახლში, ვინაიდან სოციალური დისტანცირება ვირუსთან ბრძოლაში უმთავრესი იარაღია.

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაკავშირება”, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს