სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 337 პირი, კარანტინში კი 160 ადამიანი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, დღევანდელი მონაცემებით, თვითიზოლაციაში 337 პირი იმყოფება. რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მეთვალყურეობიდან მოიხსნა 385 მოქალაქე, ხოლო კარანტინში 160 ადამიანი რჩება.

თვითიზოლაციის პირობების დარღვევისთვის რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში სულ 32 პირი გადაიყვანეს.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამი პირი აგრძელებს მკურნალობას. მათ შორის 67 წლის მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.

რაც შეეხება პაციენტს, რომელიც ოკუპირებული გალიდან წუხელ გადმოიყვანეს, კორონავირუსზე ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ