ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი მოათავსეს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს.

პაციანტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მას ხველებისა და ცხელების სიმპტომები აქვს. მათივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

„პაციენტი მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციაში და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან, რომლებთანაც უწევს მუშაობა. ქალბატონი არ ყოფილა თვითიზოლაციაში. როგორც კი დაეწყო ცხელება და ხველა, მან მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც უტარდება ანალიზები და საჭიროების შემთხვევაში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში შემდეგ კვლევებზე“, - ამბობენ საავადმყოფოში.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კიდევ სამი პირი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის 67 წლის მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.

რაც შეეხება პაციენტს, რომელიც ოკუპირებული გალიდან წუხელ გადმოიყვანეს, კორონავირუსზე ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა