პრემიერი - დღეს არ არსებობს არც ერთი კომპეტენტური აკადემიური პროგნოზი იმაზე, რა მოხდება გლობალურად 1 კვირაში

დღეს არ არსებობს არც ერთი კომპეტენტური პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება გლობალურად 1 კვირაში, ან 1 თვეში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ინფიცირებულთა შესაძლო რაოდენობასთან დაკავშირებით პროგნოზის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქვეყანა ყველა შემთხვევაში ერთნაირად მზად უნდა იყოს.

„რაც შეეხება პროცენტულ პროგნოზებს. მე ოფიციალურად ამ ციფრებს არ დავასახელებ. რამდენიმე მიზეზის გამო, არა იმიტომ, რომ ამ ციფრებს არ ვსწავლობთ, ან არა იმიტომ, რომ ეს ციფრები ან ძალიან სახიფათო და საშიშია, თუმცა საკმაოდ სერიოზული და საფრთხის შემცველია, ან ძალიან პოზიტიურია, არამედ იმიტომ, რომ ეს იმდენად ახალი და გამოუცნობი გამოწვევაა გლობალურად და არა მხოლოდ საქართველოსთვის, ძლიერი სისტემური სახელმწიფოებისთვისაც, რომ მათი პროგნოზიც აცდენაში შორს მიდის ერთმანეთისგან, ამიტომ ეს არ იქნება პასუხისმგებლიანი ნაბიჯი ჩემი მხრიდან, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მედია აჭრელებულია ასეთი ციფრებით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ასეთი პროგნოზი იქნება, პირობითად, 100 ერთეული თუ 10 ერთეული, არანაირი მნიშვნელობა ამას მთავრობისთვის არ აქვს. ჩვენი მზაობის ხარისხი უნდა იყოს ერთი და იგივე, მარტივი მიზეზის გამო, რადგან დღეს არ არსებობს არც ერთი კომპეტენტური აკადემიური პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება გლობალურად 1 კვირაში, ან 1 თვეში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისთვის“,- განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა