სასჯელაღსრულების სისტემის 780 თანამშრომელი შემდეგი კვირების განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს და სახლებში არ წავა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტრომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 780 თანამშრომელი შემდეგი კვირების განმავლობაში საპატიმროების შენობებში იცხოვრებს.

როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ საპატიმროებში გარედან ვირუსის შეტანა თავიდან იქნას აცილებული.

„საქართველოს საპატიმროები გადადის მართვის ახალ ეტაპზე. კერძოდ, ჩვენ ის მოდელი შევიმუშავეთ, რაც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე, სადაც ისინი ჩვეულებრივ დროს მუშაობენ და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში არ წავლენ შინ. 780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიაზე ტერიტორიის დატოვების გარეშე იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან რომელიმე ინსპექტორ კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შიგნით შეტანას.

პირველ რიგში, მინდა ამ 780 თანამშრომელს ვუთხრა მადლობა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ, ანუ 400-ზე მეტი ადამიანი იქნება თითო ცვლაში, შემდეგ დაისვენებენ საპატიმროს ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი რა თქმა უნდა, თავისუფლებაღკვეთილი პირები არ არიან. მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი იმისთვის, რომ ამგვარ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა დაკომპენსირდეს. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას, რადგან სულ 2 დღეში წარმოუდგენელი ტემპით მოხდა საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა ჩვენი თანამშრომლებისთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!