რუსთავის მერიამ საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოცდაერთივე ფილიალში დღეს და ხვალ სოციალური პაკეტი 2300 ოჯახს გადაეცემა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საკვები პროდუქტი უკვე გაცემულია 950 ისეთ ოჯახზე, რომელთა ბავშვებიც საბავშვო ბაღებში დადიან. მათივე ცნობით, ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა გაგრძელდება და მესამე ეტაპზე, დახმარება კიდევ 2400 ოჯახს გადაეცემა. სულ მერიის დახმარების ამ პროგრამით, 5650 ოჯახი ისარგებლებს, რაც მთლიანად მოიცავს საბავშვო ბაღების აღსაზრდელების რაოდენობას. დღეს პროდუქტის დარიგების პროცესში პირადად მონაწილეობდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

„თქვენ იცით, რომ პირველ ეტაპზე დახმარება 950 ისეთ ოჯახზე გავეცით, რომლებიც მართალა სასწრაფოდ საჭიროებდა ამ თანადგომას. ეს იყო განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი და შევეცადეთ, რომ პირველ რიგში, მათ დავხმარებოდით. დღეს უკვე მეორე ეტაპი დავიწყეთ. თქვენ ხედავთ, რომ პროდუქტის დარიგების პროცესი, წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. შემდგომ ეტაპზე, დამატებით კიდევ 2400 ოჯახს გადაეცემა დახმარება და საბოლოოდ მთლიანად მოვიცავთ ბაღის ასაკის ბავშვებს“, -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ცნობისთვის, რუსთავის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის გაცემული დახმარება, მთლიანად მერიის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. ამავე ფონდიდან ფინანსდება ყველა ის სოციალური პაკეტი, რომელიც შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაიცემა რუსთავის მერიიდან.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რუსთავის მერიამ საბავშვო ბაღებიდან პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოცდაერთივე ფილიალში დღეს და ხვალ სოციალური პაკეტი 2300 ოჯახს გადაეცემა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საკვები პროდუქტი უკვე გაცემულია 950 ისეთ ოჯახზე, რომელთა ბავშვებიც საბავშვო ბაღებში დადიან. მათივე ცნობით, ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა გაგრძელდება და მესამე ეტაპზე, დახმარება კიდევ 2400 ოჯახს გადაეცემა. სულ მერიის დახმარების ამ პროგრამით, 5650 ოჯახი ისარგებლებს, რაც მთლიანად მოიცავს საბავშვო ბაღების აღსაზრდელების რაოდენობას. დღეს პროდუქტის დარიგების პროცესში პირადად მონაწილეობდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

„თქვენ იცით, რომ პირველ ეტაპზე დახმარება 950 ისეთ ოჯახზე გავეცით, რომლებიც მართალა სასწრაფოდ საჭიროებდა ამ თანადგომას. ეს იყო განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფი და შევეცადეთ, რომ პირველ რიგში, მათ დავხმარებოდით. დღეს უკვე მეორე ეტაპი დავიწყეთ. თქვენ ხედავთ, რომ პროდუქტის დარიგების პროცესი, წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. შემდგომ ეტაპზე, დამატებით კიდევ 2400 ოჯახს გადაეცემა დახმარება და საბოლოოდ მთლიანად მოვიცავთ ბაღის ასაკის ბავშვებს“, -განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ცნობისთვის, რუსთავის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის გაცემული დახმარება, მთლიანად მერიის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. ამავე ფონდიდან ფინანსდება ყველა ის სოციალური პაკეტი, რომელიც შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაიცემა რუსთავის მერიიდან.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია