რუსთავის თვითმმართველობა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს

რუსთავის თვითმმართველობა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის დახმარებას აქტიურ რეჟიმში ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულობებიდან გამოყოფილი თანხით, რუსთავის მერიისგან დახმარებას იღებენ, არა მხოლოდ ის რუსთაველები, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ამ ეტაპზე საჭიროებენ თანადგომას.

მათივე ცნობით, ქალაქის მერის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საკვები პროდუქტი უკვე გაცემულია 950 ოჯახზე, რომელთა ბავშვებიც საბავშვო ბაღებში დადიან. აქციის მეორე ეტაპზე, მერიის დახმარებას, დამატებით 2300 რუსთაველი ბავშვის ოჯახი მიიღებს.

„ბაღის ასაკის ბავშვთა დახმარების პროგრამა გრძელდება და მესამე ეტაპზე , 2400 ოჯახს გადაეცემა სასურსათო პაკეტი. ჯამში, მერიისგან საკვები პროდუქტი 5650 ოჯახს გადაეცემა. ამასთანავე, მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით ხდება თვითიზოლაციაში მყოფი რუსთაველების საკვები პროდუქტით, მედიკამენტებითა და ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა.

,,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარ მოქალაქეობრივ ვალდებულებად ჩათვალა გვერდში დადგომოდა ქალაქს და ქვეყანას. პირველივე დღეებიდან, როცა მოხალისეთა რეგისტრაცია გამოვაცხადეთ, რუსთაველები აქტიურად ჩაერთნენ ამ კამპანიაში როგორც ადამიანური, ისე მატერიალური რესურსით. რუსთაველი ბიზნესმენები, მერიის თანამშრომლები, უბრალო რიგითი რუსთაველები, რომლებიც პირველივე დღეებიდან აგროვებენ შემოწირულობებს და გვთხოვენ, რომ არ გავასაჯაროოთ მათი ვინაობა, რადგან თვლიან, რომ სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო “, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე განცხადებით, ჰუმანიტარული აქცია, რომელიც მთლიანად ერთი რუსთაველის შემოწირულობით დაფინანსდა, დღესაც მოეწყო. აქციის ფარგლებში, რამოდენიმე ათეულ ოჯახს, მოხალისეებმა საკვები სახლში მიუტანეს. რუსთავის მერიამ, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის დროს, მოსახლეობის დასახმარებლად, რესურსის მოძიებაზე ზრუნვა, COVID19-ის დაფიქსირების პირველივე დღიდან დაიწყო. შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, როგორც მუნიციპალიტეტის თანამშრომლების, ისე რიგითი რუსთაველების დახმარებით ჩაერთნენ აქციაში. მერის სარეზერვო ფონდიდან, თუ რუსთაველების ქველმოქმედებიდან შემოსული თანხით ნაყიდი პროდუქტი და მედიკამენტები, მოხალისეებს, ქალაქის ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში, სახლში მიაქვთ სოციალურად დაუცველებთან და იმ მოქალაქეებთან, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებენ გარეთ გამოსვლას, 200-მა მოხალისემ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საკვები, ჰიგიენური საშუალებები და საჭირო მედიკამენტები, რამოდენიმე ასეულ ოჯახს მიუტანეს, ბინაზე მიტანის სერვისით მოემსახურნენ იმ სოციალურად დაუცველებსაც, რომლებიც სოციალური სასადილოთი სარგებლობენ და შექმნილი სიტუაციის გამო, გარეთ ვერ გამოდიან. რუსთაველების შემოწირულობით და მერიის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, დღემდე დახმარება ათასზე მეტმა რუსთაველმა უკვე მიიღო. ქალაქის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების ტრანსპორტირების საკითხს, დაფინანსებული და უკვე შეძენილია სპეციალური ეკიპირება მოხალისეებისთვის და ბიოუსაფრთხოების დამცავი კომბინიზონების პაკეტები. მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო საკარანტინე ზონების ექიმებით მომსახურეობაც. რუსთავის მერიის სოციალური დახმარების აღნიშნული კამპანია, ქვეყანაში სიტუაციის დარეგულირებამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს