ბორჯომის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტ ობიექტზე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტ ობიექტზე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოფელ ტაძრისში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა დაათვალიერეს.

„სოფელში რეაბილიტაცია უტარდება ბიბლიოთეკის შენობის პირველ სართულს. შეიცვლება იატაკი, ჭერი, კედლები, ელექტროგაყვანილობა და კარ-ფანჯარა. მოხდება წყალგაყვანილობის ქსელის მოწყობა. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელს სულ მალე ცეკვისა და სპორტის გაკვეთილებისთვის შესაბამისი დარბაზის საკითხიც მოუგვარდება. სოფელში უკვე დაწყებულია შეხვედრებისთვის განკუთვნილი ფართის რეაბილიტაცია, სადაც აღნიშნული სივრცეები განთავსდება, შენობაში გათვალისწინებულია ასევე გასახდელებისა და სველი წერტილების მოწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო