თეა წულუკიანი - სამედიცინო პერსონალი იქნება კიდევ უფრო მკაცრ პირობებში აღჭურვილი იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი რისკი მათ მიერ ციხეში ვირუსის შეტანის

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ერთადერთი, ვინც პატიმართან იქნება შეხებაში, მაგრამ დაწესებულების ტერიტორიაზე არ დარჩება ეს არის სამედიცინო პერსონალი. აქედან გამომდინარე, მინისტრის თქმით, სამედიცინო პერსონალი კიდევ უფრო მკაცრი წესების დაცვით იქნება აღჭურვილი.

„ჩვენი სამედიცინო პერსონალი არის და კიდევ უფრო მკაცრ პირობებში იქნება აღჭურვილი იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი რისკი მათ მიერ ციხეში ვირუსის შეტანის. ეს იქნება ორმაგი კონტროლი ციხის გარეთ, როგორც ეს იყო დღემდე. ისინი შემოწმდებიან და მხოლოდ ყველანაირი ეჭვის გამორიცხვის შემთხვევაში, დაიშვებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც ისინი იქნებიან მაქსიმალურად აღჭურვილები იმისთვის, რომ ვირუსი არ შეიტანონ,“-განაცხადა თეა წულუკინმა.

რაც შეეხებათ ადვოკატებს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ისინი საპატიმროში სიარულს მკაცრ პირობებში გააგრძელებენ და იმ შემთხვევაში, თუ არანაირი დოკუმენტაცია არ იქნება ხელმოსაწერი, მათი პატიმართან შეხვედრა მოხდება მინის ბარიერის მეშვეობით.

„ადვოკატები, ზუსტად ისევე მკაცრ პირობებში, როგორიც ეს იყო დღემდე, გააგრძელებენ საპატიმროში სიარულს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამისი პროცედურული საჭიროება, მაგალითად შეხვდნენ ბრალდებულს, რომელსაც თავისი პროცედურული ვადები აქვს და თუკი ხელმოსაწერი არ არის რაიმე სახის დოკუმენტაცია, შეხვედრა შედგება მხოლოდ მინის ბარიერის მეშვეობით. თუ ხელმოსაწერია დოკუმენტი, როგორც ადვოკატი, ასევე პატიმარი არის აღჭურვილი იმისთვის, რომ ადვოკატმა პატიმარს არ მოუტანოს ვირუსი. სხვა არავინ პატიმართან არ იქნება დაშვებული, ესენი არიან ნებისმიერი სტატუსის მქონე პირები, ვინც არ უნდა იყვნენ. ჩვენ ვართ განსაკუთრებულ პირობებში და ყურადღებაც და კონტროლიც არის განსაკუთრებული,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა