„თავისუფალი საქართველო“ ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების გამოქვეყნებას ეხმაურება

„თავისუფალი საქართველოს“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ნიკოლოზ ანთაძე, ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების გამოქვეყნებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საკითხი მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანია, როგორც ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოსთვის, ასევე მისი თითოეული მოქალაქისათვის.

„მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც ებრძვის კორონავირუსის პანდემიას, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ კიდევ ერთმა გამოწვევამ იჩინა თავი. ZDNet-ის და სხვა მედიასაშუალებების ცნობით, შაბათს გამოქვეყნებული ბაზა 4,9 მილიონი ადამიანის, მათ შორის გარდაცვლილი მოქალაქეების მონაცემებს შეიცავს. პერსონალური მონაცემები მოიცავს სრულ სახელებს, საცხოვრებელ მისამართებს, დაბადების თარიღებს, პირად ნომრებს და მობილური ტელეფონის ნომრებს. აღნიშნული საკითხი მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანია, როგორც ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოსთვის, ასევე მისი თითოეული მოქალაქისათვის. აქვე ამ საკითხის პრევენცირების აუცილებლობას მიუთითებს ისიც, რომ არ უნდა დავუშვათ შესაძლებლობა იმისა, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, მოხდეს პირადი მონაცემებით მანიპულირება და ამომრჩეველზე ზემოქმედება ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი მხარის მიერ. იმედს ვიტოვებთ, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, ხელისუფლება გამოძიების შედეგად დაადგენს დამნაშავეთა ვინაობას, პერსონალურ მონაცემთა მოპოვების წყაროს და დაიცავს თითოეული მოქალაქის პირად ინფორმაციას“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ანთაძე, რომლის კომენტარსაც პარტია “თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია