აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების მერვე შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის მერვე შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მოქალაქეს კონტაქტი აჭარაში შვიდი დადასტურებული შემთხვევიდან ერთ-ერთთან ჰქონდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალ დაინფიცირებულ პირს, 7 ინფიცირებულთან ოჯახური კავშირი არ აქვს.

ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ უკვე ცნობილია, ინფიცირებულის ყველა სავარაუდო კონტაქტი. დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მედიკოსებს შეხვდა და მიმდინარე პროცესებსა და კორონავირუსის პრევენციაზე ისაუბრა.

აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული. საკარანტინო სივრცეში კი 2000-მდე პირია მოთავსებული.

ცნობისთვის, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 100 შემთხვევა არის დადასტურებული, მათგან 18 გამოჯანმრთელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა