აჭარაში საველე ოპერაციების შტაბს თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

აჭარაში საველე ოპერაციების შტაბს თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს ,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს თავად განუცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, შტაბი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს, ის ბათუმში განთავსდება და მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან.

მისივე თქმით, ბლოკ-პოსტებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ "რისკები ყოველდღიურად იმატებს. ხვალიდან უკვე ამოქმედდება გამკაცრებული წესები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს სრულ კარანტინს ქვეყანაში. ასევე რამდენიმე ქალაქში მათ შორის ბათუმში განთავსდება შესაბამისი ბლოკპოსტები, სადაც გაივლიან შესაბამისი მოქალაქეები თერმოსკრინინგს. ეს არის აუცილებელი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან, ბათუმი არის საზღვრისპირა ლოკაცია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა ღონისძიება იყოს გატარებული ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამას შესაბამისად, უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ძალების დანაყოფები, ასევე მუშაობს აჭარასა და ყველა რეგიონში საველე ოპერაციების შტაბი. ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში ხდება ინფორმაციის დამუშავება და გადაწყვეტილებების მიღება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა