ფოთში თვითიზოლაციაში 28 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი 4 პირი რჩება

ფოთში, დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 28 ადამიანი იმყოფება, 10 მოქალაქეს კი, თვითიზოლაციის პერიოდი დაუმთავრდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცე დღეს ერთმა ადამიანმა დატოვა.

,,დღეს თვითიზოლაციაში დაგვემატა მხოლოდ ერთი მოქალაქე, ის არის ტრაილერის მძღოლი 45 წლის, აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. აბსოლუტურად არაფერი არ აღენიშნება, სრულიად ჯანმრთელია. შევამოწმეთ მისი თვითიზოლაციის პირობები და ნორმალურ პირობებშია. ასევე, დღეს თვითიზოლაციის პერიოდი 10 ადამიანს მოეხსნა . საკარანტინო სივრცე კი ერთმა მოქალაქემ დატოვა. საერთო ჯამში ჩვენთან თვითიზოლაციაში 28 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინში - 4. მათი კონტროლი ყოველდღიურად ხორციელდება, უტარდებათ თერმოსკრინინგი და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს“, - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს