თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენად არის მზად კლინიკები და მედპერსონალი რეაგირებისთვის.

„ეპიდემიის რისკი მომატებულია, შემთხვევების მზარდი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ზომები, რასაც ვიღებთ იყოს პროპორციული და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია. შეხვედრის მთავარი მიზანია მოვისმინო თქვენგან მზადყოფნა, განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორისგან, თუ რამდენად შეგვიძლია მზარდ დინამიკაზე რეაგირება და ამავე დროს თუ არის რაიმე ღია საკითხები, სადაც თვლით, რომ მთავრობას შეუძლია კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ამ საკითხების მაქსიმალურად მოკლე დროში მოსაგვარებლად. პაციენტებთან და მათ მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, აჭარაში არ უნდა გვქონდეს რაიმე არსებითი პრობლემა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრას აჭარაში მოქმედი კლინიკის ხელმძღვანელები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა