თორნიკე რიჟვაძე - რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმში შესაბამისი საკონტროლო პუნქტები განთავსდება

აჭარაში საველე შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით, საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, მათ შორის, ბათუმშიც.

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.

„რისკი ყოველდღიურად იმატებს. ამიტომ, ხვალიდან უკვე ამოქმედდება გამკაცრებული წესები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს სრულ კარანტინს ქვეყანაში. ასევე, რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც განთავსდება შესაბამისი საკონტროლო პუნქტები, სადაც მოქალაქეები გაივლიან თერმო-სკრინინგს. ეს პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან აჭარა, ამ შემთხვევაში ბათუმი, არის საზღვრისპირა ლოკაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება იქნას გატარებული ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ასევე, აჭარაში და ყველა რეგიონში მუშაობს საველე ოპერაციების შტაბი. ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში ხდება ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. შტაბს აჭარის შემთხვევაში - მე ვუხელმძღვანელებ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს