StopCoV ფონდში უკვე 17 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული

StopCoV ფონდში უკვე 17 მილიონ 500 ათასი ლარია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფონდში შენატანები როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა განახორციელეს.

„30 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში 17 მლნ 500 ათასი ლარი შეგროვდა. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა.#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა. მათ შორის არიან, სამედიცინო უნივერსიტეტი - 1 მილიონი ლარი, „ნიკორა“ - 100 ათასი ლარი, „დემასი“ - 100 ათასი ლარი, „ჯი-დი ჰოლდინგი“ - 100 ათასი ლარი, „კასკო“ - 100 ათასი ლარი, „ტიტალ დასენი“ - 100 ათასი ლარი, „შპს "აისბერგი 2“ - 100 ათასი ლარი, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ - 50 000 ლარი, „შპს „ჯეი3“ - 50 ათასი ლარი, „ლომისი“ - 50 ათასი ლარი, „სს ლომისი“ - 50 ათასი ლარი, „ბარამბო“ - 50 ათასი ლარი, „ენერგონი“ - 30 ათასი ლარი, „გიდანი“ - 30 ათასი ლარი, „ოკრიბა“ - 20 ათასი ლარი, „შპს „ერ ტე დე“ - 15 ათასი ლარი“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც სპეციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა