აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ექთნის დაინფიცირების შესაძლო კონტაქტი პაციენტია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი კორონავირუსით ​დაინფიცირდა.

მისი განცხადებით, ექთანი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტისგან დაინფიცირდა.

ამასთან, მისი თქმით, პირველადი ეპიდკვლევა არის დასრულებული და მოძიებულია ყველა კონტაქტი.

"ბათუმში დაფიქსირდა ერთი სამწუხარო ფაქტი, ერთი პირია ინფიცირებული ბათუმის ინფექციური საავადმყოფოდან. მედპერსონალის დაინფიცირების შესაძლო კონტაქტია პაციენტი, რომელსაც აქვს გარკვეული სამედიცინო პრობლემები. დაუმორჩილებელ პაციენტთან კომუნიკაცია გახდა დაინფიცირების შესაძლო ფაქტი. სამედიცინო პირი მკაცრად იცავდა ყველა იმ პროტოკოლს, რაც გათვლილია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ პერსონალი არის მაღალი რისკის და ის არ არის ამ რისკისგან დაცული. აღვნიშნავ, რომ ჩვენი დაინფიცირებული პერსონალი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი იმყოფება ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა მალევე მოხდება მის კლინიკა "მედალფაში" გადაყვანა, სადაც დაინფიცირებული პაციენტები არიან მოთავსებული. პირველადი ეპიდკვლევა არის დასრულებული, მოძიებულია ყველა კონტაქტი. 15 პირია, როგორც ოჯახის წევრი ასევე მედპერსონალი. ყველაზე დამყარდა მეთვალყურეობა და მკაცრი იზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. საჭიროების შემთხვევაში მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევა. რამდენიმე პირს უკვე ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. თუმცა ეს შედეგი არ გვაძლევს გარანტიას დარჩენილ 12 დღეზე მდგომარეობა როგორ შეიცვლება", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანია დაინფიცირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო