ნიუ-იორკში პაციენტებს 1000 საწოლიან გემ-ჰოსპიტალზე უმკურნალებენ

ნიუ-იორკში აშშ-ის საზღვაო ძალების 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გემ „Comfort“-ზე არა კორონავირუსით დაინფიცირებულ, არამედ სხვა პაციენტებს უმკურნალებენ, რომლებიც ქირურგიულ ოპერაციას ან გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებენ, რაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო რესურსების გამოთავისუფლებას შეუწყობს ხელს.

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ გემი-ჰოსპიტალის ქალაქში შესვლა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა უნდა გაერთიანდეს.

„ომის ატმოსფეროა და ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ,“- განაცხადა ბილ დე ბლასიომ.

შეგახსენებთ, რომ აშშ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დადასატურებული შემთხვევების რაოდენობამ 163 000-ს გადააჭარბა, დაღუპულია 3 017 ადამიანი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ