ექიმების ინფორმაციით, ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი თავს კარგად გრძნობს და ტემპერატურის უმნიშვნელო მატება აღენიშნება

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ კლინიკა „მედალფაში“ განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ექთანს ტემპერატურის უმნიშვნელო მატება აღენიშნება. იგი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელია, მკურნალობას კი კლინიკა „მედალფაში" გადის. საერთო ჯამში, კლინიკა „მედალფაში" 8 ინფიცირებული პირია მოთავსებული.

ექიმების ინფორმაციით, მათ შორის 70 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ასევე 60 წლის ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ორივე მოქალაქეს მოგზაურობის ისტორია აქვთ. დანარჩენის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

აჭარაში 12 საკარანტინო სივრცეა გახსნილი, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო