ლევან რატიანი - დღეს კიდევ რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 77 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 17 მათგანი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ კლინიკაში კორონავირუსზე არც ერთი დადებითი პასუხი არ მიუღათ.

„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 77 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, საიდანაც 17 არის ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიიდან არც ერთი დადებითი ტესტი არ მოსულა, რაც გვახარებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს კიდევ რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას, ჩაუტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და თუ იქნა ის მომენტი, რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტს შეესაბამება და უნდა დატოვონ ჩვენი დაწესებულება და გადავიდნენ საკარანტინო ზონაში, დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 30 ასეთი პაციენტი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 108 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 21 ადამიანი გამოჯანმთელებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა