მარნეულის მერი - სურსათით მომარაგების პრობლემა არ არის - ბანკებთან ხალხმრავლობაა, თუმცა, დისტანცია დაცულია

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, სასურსათო მარაგი მარნეულში შეუფერხებლად შედის.

როგორც დარგალმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურსათით მომარაგების პრობლემა რეგიონში არ არის.

„მარაგი ჩვეულებრივად შემოდის კოორდინირებულად ვმუშაობთ ქსელებთან და მარაგის პრობლემა არც ერთი მიმართულებით მარნეულში არ არის“, - განაცხადა დარგალმა.

რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, მარნეულის მერის განცხადებით, მოსახლეობას საგანგებო ვითარების შესახებ ინფორმაცია კვლავ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მიეწოდებათ. გარდა ამისა, ზაურ დარგალის თქმით, ბანკებთან შეინიშნება ხალხმრავლობა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზედამხედველობის სამსახური წარმომადგენები აკონტროლებენ.

„ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა, ასევე სოფლებშიც. ახალ პირობებთან დაკავშირებით აქტიურად ვავრცელებთ ინფორმაციებს როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ბანკებთან არის ხალხმრავლობა, თუმცა, იქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამიისტროს წარმომადგენლები, ასევე ზედამხედველობის წარმომადგენლები და ის რეკომენდაციები და საჭირო დისტანცია დაცულია“, - განაცხადა დარგალმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს