ფოთში, სადაც ბლოკ-პოსტებია განთავსებული, რიგებია - ტრაილერის მძღოლები სამედიცინო შემოწმებას გადიან

ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, სადაც ბლოკ-პოსტებია განთავსებული, რიგებია. ყველას, ვინც ქალაქიდან გადის თუ შემოდის, უტარდება თერმო-სკრინინგი. მოსახლეობა თვლის ,რომ ეს აუცილებელი პროცედურაა და ითვალისწინებენ ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

“ყველას ამოწმებენ და ძალიან კარგია. უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუ გვინდა, რომ უარესი შედეგი არ დადგეს,“- აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

ადგილზე იმყოფებოდა ფოთის მერი , გოჩა კურდღელია. მისი თქმით, ქალაქში სატვირთო გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ,,მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გაიხსნა ბლოკ -პოსტები, სადაც განთავსებული არიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. ისინი ქალაქში შემომსვლელ და გამსვლელ მანქანებს ამოწმებენ და მგზავრებს უტარდებათ თერმო-სკრინინგი.სატვირთო ოპერაციები არ წყდება. ქალაქში ტვირთების შემოტანა და გატანა შეუფერხებლად მიმდინარეობს. უცხოეთიდან შემოსული მძღოლები კონტროლდებიან განსაკუთრებით მკაცრად, მათ უტარდებათ სპეციალური სამედიცინო შემოწმება,“- გოჩა კურღელიამ.

ამასთან, საკოორდინაცო საბჭოს თავმჯდომარის კესო გელენიძის თქმით, გრძელდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების შემოწმება და მონიტორინგი.

,,ჩვეულებრივად გაგრძელდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების შემოწმება და მონიტორინგი, რასაც ჩვენ ისედაც ვახორციელებთ. იმ პირებს, რომლებსაც დაუმთავრდათ თვითიზოლაციის ვადა, უტარდებათ თერმოსკრინინგი, თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ეპიდემიოლოგები იღებენ გადაწყვეტილებას დასრულდეს იზოლაციის ვადა. ყველა უცხოეთიდან შემოსული ტრაილერის მძღოლი ჩერდება ბლოკ-პოსტზე, ჩვენ ამას გვატყობინებს შსს-ს შესაბამისი სამსახურები, გადის სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ადგილზე ხდება მძღოლის სამედიცინო შემოწმება, ეს ეხება ასევე მარნეულიდან ჩამოსულ ტრაილერის მძღოლებსაც. ტრაილერის მძღოლები ფოთიდან, რომლებიც შემოვიდნენ ქალაქში, ისინი აყვანილი არიან აღრიცხვაზე ,მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ვაწარმოებთ მათზეც მონიტორინგს, გვქონდა ერთი შემთხვევა, თურქი მძღოლი, თავისი მანქანით გადაადგილდა ქალაქში და ეს პიროვნება ავიყვანეთ თვითიზოლაციაზე,“- განაცხადა კესო გელენიძემ.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)