ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია.

რატიანის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტს ტემპერატურის მატება არ ჰქონია.

„ორსული ქალბატონის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ბოლო 24 საათი ცხელება არ ჰქონია, ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ ვლინდება. ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი და ის შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში ეს პაციენტი გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 108 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 21 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა