„საქსტატი“ - 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხვი 0.3 პროცენტით გაიზარდა

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.3 პროცენტით გაიზარდა და 46 659 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (12 549 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (686 კაცი).

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 64.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მონაცემებზე.

„2019 წლის მონაცემების მიხედვით, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) და 7.9 პრომილე შეადგინა. 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) და 9.4 პრომილე შეადგინა.

2019 წლის მონაცემებით, ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 1 637 ერთეულით განისაზღვრა, რაც 64.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მონაცემებზე. ამასთან, ბუნებრივი კლება დაფიქსირდა ქ. თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის გარდა ყველა რეგიონში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა