აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - საგუშაგოებზე შემოწმებისას რამდენიმე პირს ტემპერატურა დაუფიქსირდა და მათ სამედიცინო პუნქტში შემოწმების მითითება მივეცით

საგუშაგოებზე შემოწმებისას რამდენიმე პირს ტემპერატურა დაუფიქსირდა. მათ მივეცით მითითება, რომ სამედიცინო პუნქტში გაევლოთ შემოწმება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კონსტანტინე ანანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აჭარის მასშტაბით სამი ბლოკ-პოსტი და ოთხი დამხმარე საგუშაგოა გახსნილი, სადაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აკვირდება საგანგებო მდგომარეობის შესრულების მოთხოვნებს. ვახორციელებთ მონიტორინგს. ასევე საგუშაგოებზე ხორციელდება თერმოსკრინინგი. შემოწმება ხდება მაქსიმალურად ყველა სატრანსპორტო საშუალების, როგორც ვიზუალურად, ასევე თერმოსკრინინგით.

ჯერჯერობით წინააღმდეგობის ფაქტი არ ყოფილა. ყველა მოქალაქე ემორჩილება მოთხოვნებს. რამდენიმე პირი იყო, ვისაც ტემპერატურა აღენიშნებოდა. მათ მიეცათ მითითება, რომ სამედიცინო პუნქტში გაევლოთ შემოწმება," - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო