ვლადიმერ კახაძის განცხადებით, თუ ადამიანმა იცის, რომ შესაძლო ინფიცირებულია და ამას მალავს, მისი ქცევა „სამედიცინო ტერორიზმის“ ანალოგია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ექიმ ვლადიმერ კახაძის განცხადებით, თუ ადამიანმა იცის, რომ შესაძლო ინფიცირებულია და ამას მალავს, მისი ქცევა „სამედიცინო ტერორიზმის“ ანალოგია.

კახაძის შეფასებით, აღნიშნული ქცევა მორალურ ჩარჩოებს სცდება.

„ზოგი ამბობს, რომ მოვლენებს მივედევნეთ, მაგრამ არა, ჩვენ ზუსტად იმ პრინციპით ვისარგებლეთ - „იჩქარე ნელა“, მოვლენებს არ მოვასწარით და რაღაც არ გაგვიფუჭებია. შემთხვევათა ეს მატება ბევრი არ იქნებოდა, თუ ჩვენ კვალი გვექნებოდა მიგნებული, მაგრამ, უკვე მეოთხეულ გადაცემაზე ვლაპარაკობთ და ჯაჭვი გაგვიწყდა სადღაც.

ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც გაფრთხილებას მიიღებს ჩვენგან, უნდა გაიაზროს, თვითონ ხომ არ არის მონაწილე, ნებსით თუ უნებლიედ. ამასთან დაკავშირებით ორი გარემოება შეიძლება არსებობდეს. თუ ეს შეგნებით ხდება, ცუდია, ეს იქნება „სამედიცინო ტერორიზმი“. არიან შაჰიდები, რომლებიც თავის თავს იფექთებენ, კლავენ ადამიანებს, ეს ამის ანალოგია იქნება. თუ შენ იცი და შეგნებულად აკეთებ ამას, ეს არის გასვლა მორალური ჩარჩოდან, ვერ წარმომიდგენია, რომ დედამიწაზე ასეთი ადამიანები არსებობენ. მეორე ვარიანტი არის უნებლიე და ასეთ დროს არის მოხმობა იმ ძალისხმევის, რასაც აკეთებ, რომ ინფორმაცია ყველას ყურამდე მივიტანოთ“,- განაცხადა კახაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა