ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხზე დღეს საბოლოო საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება და დეტალები საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

„ახალი ალგორითმი მზად არის. დღეს იგეგმება საბოლოო საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ლაბორატორიისა და კლინიკების ექსპერტების ჯგუფი კიდევ ერთხელ გაივლის ყველა დეტალს და შევთანხმდებით. ხვალიდან უკვე ალგორითმი მიიღებს ფორმალურ სახეს, მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული, იქ დეტალურადაა განსაზღვრული რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში და რა ეტაპზე უნდა იქნას გამოყენებული. ამდენად ეს დეტალები ხვალ შეგვიძლია გავუზიაროთ საზოგადოებას,“ - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა