ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აპრილის ბოლოს გვექნება პასუხი, როდის მიიღებს ქვეყანა ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯებს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 2000 სწრაფი ტესტი საქართველოში კვირას ჩამოვიდა. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რა ეტაპზეა სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები, როდის და რა რაოდენობის ტესტი ჩამოვა საქართელოში.

“ანტიგენზე დამყარებული 2000 სწრაფი ტესტი, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისთვის, რომ ისევ PCR მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას. ჩვენ დღეს გვექნება ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ზუსტად, რომელ კლინიკებში მოხდება ამ ტესტების გამოყენება. ასევე, არის 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხებს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა ამ ორივე ტესტს აქვს თავისი ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომპანიებთან მოლაპარაკებას, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოლაპარაკებები ძირითადად მიმდინარეობს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან. ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯების მისაღებად კი ქვეყანა, აღნიშნული კარტრიჯების ერთადერთი მწარმოებელი კომპანიისგან პასუხს აპრილის ბოლოს ელოდება.

„მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც სამხრეთ კორეასთან, ისე ჩინეთთან და გვპირდებიან ეტაპობრივად სწრაფი ტესტების მოწოდებას მოკლე ვადებში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მუშაობა „ცეფეიდთან“. „ცეფეიდის“ დასახელება შემიძლია, რადგან ის ცნობილია, რომ არის კარტრიჯების მწარმოებელი ერთადერთი კომპანია, რომელიც ემაყრება PCR ტექნოლოგიას და ეს კარტრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადების შემთხვევაში. „ცეფეიდის“ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი სარწმუნოებასა და სწრაფად შესრულებად ტესტირებაზე. ამდენად, ის მოლაპარაკება, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს „ცეფეიდის“ სათაო ოფისთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით და დროულად დასრულდეს. ქვეყანა არის იმ სხვა ქვეყნებთან ერთად გარკვეული მოლოდინის რეჟიმში ანუ რიგია „ცეფეიდის“ კარტრიჯებზე და იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოსკენ უკვე გვექნება კონკრეტული თარიღი, თუ როდის მიიღებს ქვეყანა კარტრიჯებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას ცხელების კლინიკებში,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა