პაატა იმნაძე - თუ ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა-წითურას და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით

თუ ეს ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა/წითურა/ყბაყურასა და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდა თაობაში ძალიან კარგია მოცვა ბცჟ-ს ვაქცინის.

"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდა, რომ წითელ/წითურა/ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს, დამცველობითი ეფექტი აქვს და ადვილად გადაიტანენ ადამიანები თუ აცრილები არიან და ასევე, ბცჟ-ზეც იგივე გამოქვეყნდა, რომ ემართებათ და უფრო ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოტეზა, რომელიც არ არის მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია მოცვა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინის. პრაქტიკულად ყველა არის ჩვენს ქვეყანაში ბცჟ-თი აცრილი და ეს არ არის ახალი თაობა, ეს არის ძველი თაობაც. იმიტომ რომ ბცჟ ძალიან ფართოთ გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამრიგად, თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში, "- განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: თუ ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა-წითურას და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით - პაატა იმნაძე

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ