აჭარის მთავრობის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებასა და ახალ რეგულაციებზე ისაუბრეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებასა და ახალ რეგულაციებზე ისაუბრეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით სხდომაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიში განიხილეს.

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით, საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო, მათ შორის, ბათუმშიც. აჭარაში საველე შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს.

მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით სხდომაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიში განიხილეს და იმსჯელეს ახალი კორონავირუსის (covid-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვის პირობებში ეკონომიკის სტიმულირებისა და საინვესტიციო გარემოს ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელებაზე.

ახალი საინვესტიციო განკარგულების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების გადავადებას 4 თვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დელეგირება განახორციელოს ცვლილებები არსებული განკარგულების ეფექტურად განხორციელების მიზნით.

განხილულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები. 108 % შესრულდა ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში, ხოლო ხარჯვით ნაწილში 95,3%”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა