ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ხუთი ადამიანი მოათავსეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ხუთი ადამიანი მოათავსეს, ისინი საკარანტინო ზონიდან არიან გადაყვანილი და მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ექიმების თქმით, მოქალაქეებს ტემპერატურის მატება აღენიშნებათ. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ექიმებმა სავარაუდო ინფიცირებულებს ლაბორატორიული კვლევისთვის სინჯები უკვე აუღეს და დღის ბოლოს კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.

აჭარაში საკარანტინო სივრცეში 2000-მდე პირია გადაყვანილი, 300-მდე მოქალაქემ კი საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა. 200-მდე პირი თვითიზოლაციაშია.

კორონა ვირუსით ინფიცირებული 8 ადამიანი კი კლინიკა "მედალფაში" მკურნალობს, მათ შორის ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. ინფიცრებულთაგან ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს