გუბერნატორი - გორში მოქმედ 5 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დარღვევის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა

გორში შემსვლელ და გამსვლელ ძირითად გზებზე საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები დილიდან ერთობლივად ახორციელებენ.

შიდა ქართლში ამოქმედდა საგანგებო საოპერაციო შტაბიც, რომელსაც მხარის რწმუნებული ხელმძღვანელობს. გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების დარღვევის ფაქტები რეგიონში დღეს არ დაფიქსირებულა.

„გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში გვაქვს 5 გამშვები პუნქტი, ხუთივე გამშვებ პუნქტზე არის განსაკუთრებულად გამკაცრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში შემსვლელ თითოეულ ადამიანზე, ხდება მათთან გასაუბრება, თერმოსკრინინგი და ასევე, მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი კვლევა და ინფორმაციის მოძიება ხდება. ამის გარდა, რეგიონში საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის პირობების გათვალისწინებით, სხვა შეზღუდვებიც ამოქმედდა, კონკრეტულად, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე, როგორც ფეხით მოსიარულეების, ისე ავტომობილებით გადაადგილების შემთხვევები შეიზღუდა, მხოლოდ დასაშვები იქნება განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევებში. ასევე, ფუნქციონირებას გააგრძელებენ მხოლოდ ის ობიექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის. რაც შეეხება საგანგებო საოპერაციო შტაბს, აღნიშნული შტაბი შეუდგა ფუნქციონირებას საგანგებო რეჟიმში. ყველა უწყების წარმომადგენელი, რომელსაც რაიმე ტიპის შემხებლობა შეიძლება ჰქონდეს საგანგებო მდგომარეობასთან, ჩართულია აღნიშნული შტაბის ფუნქციონირებაში და ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ. რაც შეეხება დღეს დილისდან ამოქმედებულ პირობებს, ამ დროისთვის დარღვევის ფაქტი არ ფიქსირებულა", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო