ნინო ვიბლიანი სოფელ ზედაეწერში მოსახლეობის თერმოსკრინინგს პროცესს გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მესამე დღეა ადგილობრივებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უტარებენ. სკრინინგი უკვე ჩაუტარდა 560-ზე მეტ მოქალაქეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თერმოსკრინინგის ჩატარება ზედაეწერში მას შემდეგ გადაწყდა, რაც სოფლის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჯერად გამოკვლეული მოქალაქეებიდან მაღალი ტემპერატურა არცერთს აღენიშნება.

თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ზედაეწერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელი ანზორ ქობალია გაეცნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს