ბოლნისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, პენსიონერებსა და შშმ პირებს მუნიციპალიტეტმა სასურსათო პაკეტები დაურიგა

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, პენსიონერი და შშმ პირებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პირველი ეტაპისთვის სურსათი 940 ბენეფიციარს გადაეცემა.

უწყების ცნობით, სურსათი ბენეფიციარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა გადასცა, სურსათის დარიგება ეტაპობრივად განხორციელდება და ყველა მოწყვლად ჯგუფს მოიცავს.

„დღეს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს გადავეცით. საკარანტინო მდგომარეობის დროს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულია დაეხმაროს იმ მოწყვლადი ჯგუფებს, რომელთაც ამის საჭიროაება განსაკუთრებით უდგათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა, ამიტომ ვცდილობთ შეჭირვებულ ოჯახებსა და პირებს გვერდით დავუდგეთ. 50-ლარიანი სასურსათო პაკეტი პირველ ეტაპზე 940 ბენეფიციარს დაურიგდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა