ფოთში საქართველოში დამზადებული პირბადეების დარიგება მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით,ფოთში საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დარიგება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პირბადეების დარიგება დაიწყო იმ პრიორიტეტების მიხედვით, სადაც სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მათი ცნობით, ამ კატეგორიაში არიან ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საკარანტინო ზონებთან არიან შეხებაში, პოლიციელები, მებაჟეები,ბენზიგასამართი სადგურის,საბანკო სექტორის წარმომადგენლები, სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც არსებული საფრთხეების მიუხედავად, ემსახურებიან მოსახლეობას.

„ქართული წარმოების პირბადეები დაურიგდებათ არამხოლოდ დიდ სასურსათო მაღაზიებს, არამედ მცირე საუბნო მარკეტებსაც. აღნიშნული დეფიციტური პროდუქტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული. პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება. პირბადეები სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აჭარა ტექსტილში შეიკერა. დარიგებულია პირბადეები იმათთვის, ვისაც ეს გადაუდებელი აუცილებლობით სჭირდება. ესენია: მედიკოსები, მოხალისეები, პოლიცია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო