შალვა კერესელიძე - კორონავირუსის პრევენციისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და სამთავრობო გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ

მცხეთა-მთიანეთში, COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკოორდინაციო ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა.

მოხალისეთა ჯგუფები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე, მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ.

ამასთან, ისინი მჭიდრო კომუნიკაციაში არიან რეგიონში მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო ჯგუფთან.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესში, აქტიურად ჩართულ პირებს, საკუთარი და სხვა მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეები გადაეცათ.

„ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და სამთავრობო გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სახელმწიფოს უპირველესი მიზანია დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება. კოორდინაციაში ვრჩებით ხელისუფლების ყველა შესაბამის უწყებასთან და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები მცხეთა-მთიანეთში მაქსიმალურად შესრულდეს“, - აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პარალელურად, მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა