თურქეთიდან ავტობუსით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებიდან 5 პირს ტემპერატურა აღენიშნება, რის გამოც საავადმყოფოში გადაჰყავთ

თურქეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს ტემპერატურის მატება აღენიშნება, რის გამოც, ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმ ავტობუსის ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, რომელიც თურქეთიდან 25 მოქალაქესთან ერთად დაბრუნდა.

როგორც მგზავრი აცხადებს, ყველა მოქალაქეს სარფის გამშვებ პუნქტზე სამედიცინო პერსონალმა თერმოსკტრინინგი ჩაუტარა, რის შემდეგაც საკარანტინო ზონაში განთავსდებიან.

„ახლა ვიმყოფებით საქართველოს მხარეს სარფში. შეგვიმოწმეს სიცხე და ავტობუსში დაგვაბრუნეს. რამდენიმე წუთის წინ მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა. როგორც გვითხრეს, ხუთ ადამიანს (სამ კაცს და ორ ქალს) სიცხე აქვს და კლინიკაში გადაჰყავთ.

ჩვენ გვითხრეს, რომ გადავყავართ საკარანტინო ზონაში, ბათუმში სასტუმრო „ლეჯენდ ბიზნესში". სულ 25-მა ადამიანმა ვიმგზავრეთ ამ ავტობუსით. მეორე ავტობუსი მოგვიანებით გამოვიდა სტამბულიდან და მათ შესახებ ინფორმაცია არ ვიცით“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 54 მოქალაქეს თურქეთიდან გამომგზავრებისას პრობლემები ორი დღის წინ შეექმნათ. სტამბულიდან გამოსული ავტობუსი თურქმა სამართალდამცავებმა უკან, აქსარაის ავტოსადგურში დააბრუნეს, რისი მიზეზიც გადაადგილების ნებართვის შესახებ დოკუმენტის არქონა გახდა. მგზავრებმა ღამე ავტოსადგურში, ავტობუსში გაათენეს. გუშინ ქართველი მგზავრები ორ ნაწილად გაყვეს და ცალ-ცალკე 2 ავტობუსით საქართველოსკენ წამოვიდნენ. ერთი ავტობუსი სარფში უკვე შემოსულია.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს