სერგი კაპანაძე - ხელისუფლებამ ხმამაღლა და ღიად უნდა ისაუბროს, რა შეიძლება გამოიწვიოს საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ

კარგი იქნება, თუ ხელისუფლება უფრო ეფექტურად, უფრო ხმამაღლა და უფრო ღიად ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში გამონაკლისების დაშვება აზრს უკარგავს შეზღუდებს.

„ამ განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში, როდესაც კარანტინს, თვითიზოლაციას და ზოგადად, კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვას აქვს ის მნიშვნელობა, რომ შემცირდეს ვირუსის შიდა გავრცელების რისკები, უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველა ორგანიზაციამ, იქნება ეს ეკლესია თუ სხვა, დაიცვას ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამონაკლისების დაშვება და გამონაკლისების გაკეთება, მითუმეტეს, ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება ერთად და არის რისკი, რომ ეს ვირუსი გავრცელდეს სწრაფად, აზრს უკარგავს ამ შეზღუდვებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საღი აზრი ეყოფა ყველას და იმოქმედებენ ამ რეალობიდან გამომდინარე და ასევე, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება უფრო ეფექტურად, უფრო ხმამაღლა და უფრო ღიად ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის, საეკლესიო რიტუალების ჩატარებამ და ამ კუთხით შეიძლება შეუქმნას საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას. ეს არ არის ვირუსი, რომელიც ეხება ერთ და ორ ადამიანს, ეს არის ვირუსი, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს მთელი ერის ჯანმრთელობას და ყველას პასუხისმგებლობაა ის, რომ ამაზე იუზრუნოს ამ ძალიან რთულ პირობებში“, - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა