მარნეულის მერის ინფორმაციით, 15 ადამიანიდან, რომელთა პასუხებსაც ელოდებოდნენ, ორს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, 15 ადამიანიდან, რომელთა პასუხებსაც კორონავირუსთან დაკავშირებით ელოდებოდნენ, ორს დადებითი პასუხი დაუფიქსირდა. რაც შეეხება თერმოსკრინინგს, მისი თქმით, 2000 შემოწმებული ადამიანიდან ტემპერატურა არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა.

„ორს დაუფიქსირდა დადებითი პასუხი, დანარჩენი ყველა არის უარყოფითი. ამ ორიდან ერთი მარნეულიდანაა, მეორე კი - ბოლნისიდან. რაც შეეხება სკრინინგს, თერმოსკრინინგის პროცესი აქტიურად გრძელდება. პირველი საათის მონაცემებით, 2000 ადამიანი გვყავს შემოწმებული და აქედან სიცხე არც ერთს არ დაუფიქსირდა“,-განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მერმა ასევე კომენტარი გააკეთა მუნიციპალიტეტში კანონდარღვევებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დღეს კანონდარღვევის ფაქტები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

„ მოქალაქეების ინფორმირება ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება ბანკებთან არესებულ რიგებს,იქ ძალიან კარგად ვაკონტროლებთ სიტუაციას. დისტანცია და სხვა შესაბამისი რეკომენდაციები სრულიად დაცულია. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს. ისინი სიტუაციას აქტიურად, ადგილზე აკონტროლებენ და გარკვეულად ჩვენი ზედამხედველობის სამსახურიც არის ამ პროცესში ჩართული“,-აღნიშნა დარგალმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა