შოთა რეხვიაშვილი - პირველი ამოცანა რაც იყო, ბლოკპოსტებზე სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის განაწილების, მოგვარებულია

,,პირველი ამოცანა რაც იყო, ბლოკპოსტებზე სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის განაწილების და მათი საჭიროებების შესრულება, მოგვარებულია, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული“, - ამის შესახბე ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

ქვემო ქართლის გუბერნატორი, რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუასთან ერთად, რუსთავში გახსნილ ოთხივე ბლოკპოსტებზე არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

„კვლავ ვამბობ, რომ არის შეზღუდვები, ამ შეზღუდვებს უნდა შეგნებით მიდგომა, დამორჩილება, რომ ჩვენ დროზე მოუაროთ ამ პანდემიას და შევაჩეროთ გადაცემის პროცესი.

ყველა მუნიციპალიტეტში ვაგროვებთ მონაცემებს, გადაუდებელ აუცილებლობებზე, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საწარმოები და სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოები, ინფრასტრუქტურული პროექტები მაქსიმალურად არ უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავი-გარდაბნის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ოთხი ბლოკპოსტია გახსნილი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რუსთავი-გარდაბანი-თბილისის მიმართულებით, გზის ყველა მონაკვეთს აკონტროლებენ. ოთხივე ბლოკპოსტთან მოწყობილია ჰოსპიტალები, სადაც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტში მსხდომ მგზავრებს ტემპერატურას უმოწმებენ. ამასთანავე მკაცრად კონტროლდება ავტომანქანებში მსხდომ მგზავრთა რაოდენობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა