დუშეთის მოსახლეობას მოხალისეებმა სახლში დარჩენის მოწოდებით მიმართეს

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა შალვა ინაშვილმა, მოხალისეებთან ერთად, მოსახლეობას მეგაფონის საშუალებით მოუწოდა, რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან უკვე ამოქმედებული ე.წ. საყოველთაო კარანტინის წესები. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოხალისეთა ჯგუფმა მოსახლეობას გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც დღეიდან: საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი და 21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია. აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მთავრობის ცხელი ხაზი: 144 (ზარი უფასოა); 0(346)221950 - დუშეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი; 0(346) 221989 - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია.

საინფორმაციო შეხვედრები დუშეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად გაგრძელდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა