რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში სამშენებელო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში, მერებთან ერთად სამშენებელო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტულად მშენებლებისთვის გაწერილი რეკომენდაციები გააცნეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნიიდან აცნობეს, ხელმძღვანელებმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაციები, თუ რა პირობებში და როგორ შეუძლიათ განაგრძონ ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.

უწყების ცნობითვე, როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, პირადად შეხვდება ყველა წარმომადგენელს, ვინც რეგიონში საქმიანობს, სამუშაოებს კი, გააგრძელებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც სრულად დაიცავენ ყველა წესსა და რეკომენდაციას და საფრთხეს არ შეუქმნიან თავიანთი თანამშრომლების და სხვების ჯანმრთელობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა