საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ განყოფილებაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ კახეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ განყოფილებაში არ ადასტურებენ. გურჯაანის ეპიდემიოლოგის, მარინა კაპანაძის განცხადებით, სოფელ კარდენახში, მედიკოსებმა კორონავირუსით დაინფიცირებული 33 წლის მამაკაცის ყველა შესაძლო კონტაქტი უკვე გამოიკვლიეს. ამ ეტაპზე კი არცერთ მათგანს, კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

მისივე თქმით,მამაკაცი 17 მარტს სოფელში პაპის ქელეხში იმყოფებოდა, სადაც სხვა 30-მდე პირიც იყო შეკრებილი. პროტოკოლის მიხედვით, მათ 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი 2 აპრილს უმთავრდებათ და სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში თვითოზოლაციაში იქნებიან. ხოლო იმ პირებს, რომლებიც ინფიცირებულ მამაკაცთან უფრო მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ, 22 დღიანი თვითიზოლაცია დაევალათ. 33 წლის კაცის, წარმოშობით სოფელ კარდენახიდანაა და ის თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა