ჯიღაურას კოლექციას ხეხილის ახალი ჯიშები შეემატა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ბაზებზე სამუშაოებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა ხეხილის ადგილობრივი 80 ახალი ჯიშით შეივსო.

მათივე ცნობით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად, მოძიებულია ვაშლის, მსხლის, ქლიავის და ბლის ადგილობრივი ჯიშები, რომელზეც შემდგომ დაკვირვება და კვლევები განხორციელდება.

„კვლევების შედეგების მიხედვით ფერმერებისთვის სარეკომენდაციო სახის ინფორმაცია შემუშავდება.

მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა განთავსებულია მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზე, სადაც თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების 300-ზე მეტი ჯიშის სადედეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 450 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო