ახალციხეში სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები დაურიგდათ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ მოადგილეებთან ერთად ქალაქის მასშტაბით არსებული დიდი სუპერმარკეტები დაათვალიერეს და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

მათივე ცნობით, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სუპერმარკეტებში დასაქმებულ პერსონალს და „ალფა მარკეტის“ მოვაჭრეებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს და საჩუქრად საქართველოში წარმოებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები გადასცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო