ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 23 ადამიანის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 23 ადამიანის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

როგორც კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე განმარტავს, მათ ხველა და ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.

პაციენტების ნაწილს კვლევისთვის სინჯები უკვე აუღეს. მისივე განმარტებით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები დღეს ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ციური აბულაძე ამბობს, რომ კლინიკაში მოქალაქეები საკარანტინო სივრციდან, ასევე თვითიზოლაციიდან არიან შეყვანილი.

„ბათუმის ინფექციურს საავადმყოფოში 23 ადამიანი კორონავირუსის საეჭვო ნიშნით არის მოთავსებული. ნაწილს უკვე ავუღეთ სინჯები, ნაწილზე კი პროცედურები ახლა მიმდინარეობს. მათ ძირითადად ხველა ან ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.

მოქალაქეები ძირითადად საკარანტინო სივრციდან არიან შემოყვანილი, ასევე თვითიზოლაციიდან.

ერთი პაციენტი პირდაპირ სარფის საბაჟოდან არის მოყვანილი, მას აქვს ცხელება“, - აცხადებს ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ციური აბულაძე.

შეგახსენებთ, აჭარაში კორონავირუსისთ 8 ადამიანია ინფიცირებული. 2000-მდე პირი კი საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული. აქედან 300-მდე პირმა კი საკარანტინო სივრცე დატოვა, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ამასთან, აჭარაში სამი საკონტროლო პუნქტია განთავსებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა