რუსთავის მერი - შესაბამისი ორგანოებიდან ვიღებთ ინფორმაციას და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ რუსთავის მოსახლეობის 85% ყველა რეკომენდაციას იცავს, მათ შორის მოწოდებას - დარჩი სახლში

2 მარტიდან, როდესაც პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო, რუსთავის მოსახლეობა ძალიან გაგებით მოეკიდა ამ სიტუაციას. სულ ქალაქში გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, სადაც ბლოკ-პოსტებია განთავსებული, რუსთავის შემოსასვლელში, მაგისტრალის ორივე მხარე კონტროლდება, კახეთის გზატკეცილიდან შემოსასვლელი, გარდაბანთან ორი ლოკაციაა: ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია და სოფელ ნაგებიდან შემოსასვლელი გზა გარდაბნის საზღვართან. ეს ოთხი კონკრეტული ლოკაცია გვაქვს, სადაც ბლოკპოსტების განთავსება ხდება. თავდაცვის სამინისტროს შენაერთებმა წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე წუხელ ღამის 12:00 საათიდან დაიწყეს საველე პირობებში განთავსება და იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მოემსახურება საგუშაგოზე მყოფ თავდაცვისა, შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს და ექიმებს, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე განცხადებით, რუსთავში შექმნილი შტაბი აქტიურად მუშაობს.

,,კოორდინაციაში ვართ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვსხდებით, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ერთად ვახორციელებთ მზადების იმ პირველ ეტაპს, რომელიც რამდენიმე საათში დასრულდება . შეზღუდვები ყველასთვის არის ერთი და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს წესი. მიჭირს იმაზე საუბარი, რომ მოსახლეობამ ეს ყველაფერი ისე აღიქვას, როგორც ვლაპარაკობთ და არავის არ ეგონოს, რომ ეს ჩემთვის მარტივია სათქმელად ან მთავრობისთვის ან იმათთვის, ვინც ჩართულია ამ ყველაფერში, მაგრამ, რაღაც ვადით, ჩვენ ყველამ ეს პირობა და ეს წესი უნდა დავიცვათ, ეს არის უპირობო მოთხოვნა“ , - განაცხადა რუსთავის მერმა.

კითხვაზე, რატომ გადაწყდა რუსთავში მკაცრი კონტროლის დაწესება, ხომ არ არის ეს დაკავშირებული მარნეულთან და ბოლნისთან სიახლოვესთან, რუსთავის მერმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებების გატარება დიდი ქალაქებში გადაწყდა და კავშირში არ არის აღნიშნული მუნიციპალიტეტების სიახლოვესთან.

,,არა მგონია, რომ ასე იყოს, დიდ ქალაქებში გადაწყდა მთავრობის მიერ, კონტროლის მიზნით ბლოკ-პოსტების გახსნა და რუსთავი ერთ-ერთი დიდი ქალაქია“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა