ლიკანში 2 მისამართზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა ლიკანში მესხეთის ქ. №29-ში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტი სკვერის 3 განსხვავებულ ზონად დაყოფას ითვალისწინებს, სადაც ცალკე საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

„პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მიმდებარე ქუჩის იერსახე, ქ. ბორჯომს კი კიდევ ერთი ლამაზი რეკრეაციული ზონა შეემატება. აღსანიშნავია, რომ სკვერის მოწყობა ლიკანში მესხეთის ქ. №105-შიც მიმდინარეობს. შესაბამისი ინფრასტრუქტურით ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები ისარგებლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს